ხშირად დასმული კითხვები

ონლაინ მაღაზია g-mobile.ge-ს მომხმარებლების მიერ ხშირად დასმული კითხვების სარჩევი

მიიღეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან გადასამოწმებლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზზე ან სოციალურ მედიაში.

როგორ შევიძინო სასურველი ნივთი?

სასურველი ნივთის ყიდვის რამდენიმე გზა არსებობს:

  • გადახდა ბარათით — დაამატეთ ნივთი ან ნივთები კალათაში, დააჭირეთ ბარათის ყიდვას და მიჰყევით მარტივ ნაბიჯებს შეკვეთის დასასრულებლად.
  • გადახდა კურიერთან — მონიშნეთ შესაბამისი ველი, შეავსეთ მარტივი ფორმა (სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი) და დააჭირეთ შეკვეთის ღილაკს. ისურვეს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დააზუსტებს შეკვეთის დეტალებს.
  • საბანკო გადარიცხვა — წინა მეთოდის ანალოგიურად, მონიშნეთ «საბანკო გადარიცხვა» და დააჭირეთ შეკვეთას. შემდეგი ეტაპები იდენტურია, რაც კურიერთან გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში.

როგორ დაგიკავშირდეთ?

ჩვენთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გვერდი „კონტაქტი“ და ასევე სოციალური ქსელის მესენჯერები, სადაც დაკავშირების ყველა საშუალებაა მოცემული.

რომელ დღეებში მუშაობთ?

ვმუშაობთ ყოველდღე, 10:00-დან 19:00 საათამდე. თუმცა შეკვეთის დაფიქსირება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. 19:00 საათის შემდეგ დაფიქსირებულ შეკვეთებზე ოპერატორები მომდევნო დილას დაგიკავშირდებიან

როგორია მიტანის პირობები?

საკურიერო მომსახურება უფასოა. g-mobile.ge-ზე შეძენილ ნებისმიერ ნივთს კურიერი ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

რამდენ ხანში მივიღებ შენაძენს?

თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში (რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და ა.შ.) მიტანა ხორციელდება 1-2 დღის ვადაში. სხვა ქალაქებს და რეგიონებში გრაფიკის მიხედვით, რომლის შესახებაც ოპერატორები აუცილებლად გაცნობებენ წინასწარ. როგორც წესი, მიტანის ვადა საქართველოს არცერთ რეგიონში არ აღემატება 3 სამუშაო დღეს.

შემიძლია შეძენილი ნივთის კურიერის თანდასწრებით გადამოწმება?

რა თქმა უნდა, თუმცა უმჯობესია თუ კურიერს არ ალოდინებთ. თქვენი ინტერესები მაქსიმალურად დაცულია, ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, რაც ისედაც ძალიან იშვიათად ხდება, აუცილებლად მოგემსახურებით.

თუ ნივთი არ მომეწონა დაიბრუნებთ?

თუ თანხას კურიერთან იხდით, შეგიძლიათ ნივთი შეამოწმოთ. ჩაბარების შემდეგ ან განვადების და საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში ნივთს დავიბრუნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეესაბამება საიტზე მოცემულ აღწერილობას და მახასიათებლებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს უკან დაბრუნების პოლიტიკას.

ჩემი შეკვეთის მოტანა გვიანდება, როგორ მოვიქცე?

მსგავსი შემთხვევები თითქმის არ ხდება, თუმცა ფორს-მაჟორისგან დაზღვეული არავინაა. ასეთ დროს აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

კურიერთან ბარათით გადავიხდი?

დიახ, კურიერთან ბარათით გადახდა შესაძლებელია.

როგორია საგარანტიო პირობები?

საგარანტიო ვადა g-mobile.ge-ზე განთავსებულ ნებისმიერ ნივთს საიტზევე, ინდივიდუალურად აქვს მითითებული. იქ, სადაც კონკრეტული ვადა არ არის გაწერილი, იგულისხმება, რომ ვრცელდება გარანტია მხოლოდ ქარხნულ წუნზე, ანუ მიღებისას აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში იცვლება სრულად. ხოლო იმ პროდუქტებზე, სადაც კონკრეტული ვადაა მითითებული, ვრცელდება როგორც გარანტია ქარხნულ წუნზე, ისე სრული საგარანტიო სერვისი მთელი პერიოდის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს შესაბამის გვერდს „გარანტია“.

შეძენილი ნივთი დაზიანდა, როგორ უნდა მოვიქცე?

ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე, თქვენი მოთხოვნა აუცილებლად გადაეცემა საგარანტიო სამსახურს, რომელიც მაქსიმალურად ოპერატიულად მოგემსახურებათ.

დამატებითი ფასდაკლების მიღება შესაძლებელია?

დიახ, კორპორატიული შეკვეთის ან გარკვეულ რაოდენობაზე მეტის შეძენის შემთხვევაში. კონკრეტული დეტალებისთვის დაგვიკავშირდით წინასწარ და ჩვენი სპეციალური სამსახური მაქსიმალურად ეცდება თქვენზე მორგებული ფასი შემოგთავაზოთ.

Похожие записи

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *